Friday, April 22, 2016

სასწავლო პროექტი-საქართველოს ნაკრძალები

პროექტის სახელწოდება - საქართველოს ნაკრძალები

პროექტის მთავარი იდეა ( თემა) - საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორიის შესწავლა

პროექტის აქტუალობა -საქართველოს ნაკრძალების გასაცნობად მნიშვნელოვანი იქნება მათი  შექმნის საჭიროების შესწავლა იმ მიზნით, რომ იშვიათი მცენარეები,ცხოველები, ბუნების ძეგლები თუ კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ.

პროექტის მიზნები :
  • მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი ისტორიული კვლევა;
  • შეიძინონ ცოდნა თავისი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების შესახებ;
  • დაახასიათონ საქართველოს მხარეები ბუნებრივი რესურსების მიხედვით;
  • იმსჯელონ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე და მათ მნიშვნელობაზე.

მონაწილეთა ასაკი - 10-11 წელი

ვადები / ხანგრძლივობა- /- ორი კვირა

მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას /- კედლის გაზეთები, სტენდები, ფოტოგამოფენა, სასწავლო ექსკურსიის მასალების გამოფენა,სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს ნაკრძალების დაარსების, საჭიროების, მდებარეობის,ფლორის, ფაუნის, ბუნებრივი რესურსების შესახებ.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - თაბახის ფურცლები, ვატმანი,საქართველოს რუკა,ფერადი ფანქრები,მარკერები,ქსოვილი სტენდისათვის,ფოტოაპარატი,პროექტორი,კომპიუტერული პროგრამა word, power point, წიგნაკი ჩანაწერებისათვის, სატრანსპორტო საშუალება, ადამიანური რესურსი (მძღოლი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი,ისტ-ის მასწავლებელი ).

პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები)
-მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ირჩევენ ლიდერს;
-.თავიანთი სურვილით ირჩევენ დაცულ ტერიტორიებს კუთხეების მიხედვით (გარდა საგურამოს ნაკრძალისა );
-ყოველი ჯგუფის თითოეული წევრი მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იღებს რომელიმე კონკრეტულ დავალებას შესასრულებლად:
-პრეზენტაცია ნაკრძალების დანიშნულების შესახებ;
-ნაკრძალის შექმნის მოკლე ისტორია;
-ნაკრძალის ადგილმდებარეობის,მოსაზღვრე კუთხეების და არქიტექტურული ძეგლების შესახებ;
- მოკლე ისტორიული ექსკურსი სლაიდ-შოუს გამოყენებით;
- ნაკრძალის ფლორა (გავრცელებული და იშვიათი სახეობები );
- ნაკრძალის ფაუნა ( გავრცელებული და იშვიათი სახეობები );
- კედლის გაზეთი;
- სტენდი;
- პროექტზე მუშაობის პერიოდში მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოების გამოფენა;
- ვიდეორგოლის მომზადება, რომელიც ასახავს მოსწავლეთა ვიზიტს ივ.ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის ზოოლოგიურ მუზეუმში, სადაც დაათვალიერებენ იშვიათი სახეობის ფიტულებს.
- ყველა ჯგუფი ერთად ეწვევა თბილისთან ახლოს მდებარე დაცულ ტერიტორიას - საგურამოს ნაკრძალს.ჩაინიშნავენ საინტერესო ინფორმაციებს,რომელსაც გაუზიარებენ ერთმანეთს და გადაიღებენ ექსკურსიის ამსახველ ლამაზ ფოტოებს,რომელსაც დაბრუნების შემდეგ თავიანთი ნამუშევრების გვერდით გამოფენენ.
- სამუშაოს დასრულების დასკვნით ეტაპზე მოეწყობა კონკურსი ჯგუფებს შორის ყველაზე საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად, რაც გამოვლინდება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს საგნებში:
-ბუნებისმეტყველებაში, გაეცნობიან რა ნაკრძალებში გავრცელებულ ბალახოვან თუ მერქნიან მცენარეებს,დენდროფლორას,ძუძუმწოვართა და ჩლიქოსანთა სახეობებს,სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლებს,მათ სასიცოცხლო გარემოს.
- ისტ-ში,მოიძიებენ რა ინტერნეტში მასალებს, მოძიებული მასალის დამუშავებით,პრეზენტაციის მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით.

პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) - ქეთევან ახობაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - qetinoaxobadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - www.qetevanaxobadze25.blogspot.com

No comments:

Post a Comment