Saturday, April 23, 2016


სასკოლო კონკურსები გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს შემოქმედებით კონკურსებს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისთვის:
1. კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“ ტარდება სლოგანების, კონცეფციებისა და სასკოლო წარმოდგენების (ფლეშმობების) სახით, სადაც მოსწავლეებმა უნდა გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ძალადობასა და ბულინგთან მიმართებაში,  ასევე უნდა წარმოადგინონ პრობლემების მოგვარების ხედვა.  სლოგანების კონკურსში  მონაწილეობას იღებენ VII-XII კლასის მოსწავლეები, ფლეშმობების კონკურსში I-XII კლასის მოსწავლეები, ხოლო კონცეფციების კონკურსი - VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისწინებული.
2. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება კონკურსი  „წარსულით შექმნილი მომავალი“, რომლის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებისათვის ტარდება ფოტო კონკურსი; ნახატების კონკურსი I-XII კლასის, ხოლო ესეების კონკურსი VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის გათვალისიწინებული. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში პატრიოტული და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება; ისტორიული მოვლენების კრიტიკულად ანალიზის უნარის გამომუშავება. ნამუშევრებში მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ხედვა როგორი სურთ იხილონ საქართველო 25 წლის შემდეგ.
3. ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის ტარდება ვიდეო სიუჟეტების კონკურსი - „ევროპა ჩემს ობიექტივში“. კონკურსის სლოგანია ,,ნაბიჯი ევროპისკენ“. კონკურსის მიზანია მოზარდებმა გაიაზრონ ევროპული  ინტეგრაციის მნიშვნელობა საქართველოს განვითარებისათვის.
4.  არაქართულენოვანი სკოლებისა და მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ესეების  კონკურსი ჩატარდება. კონკურსის მიზანია კულტურათაშორის დიალოგისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, მხარის განვითარებაზე ზრუნვა. მასში მონაწილეობის უფლება აქვთ   საჯარო სკოლების  VIII-XI კლასების  მოსწავლეებს.

ზემოჩამოთვლილი კონკურსები „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ტარდება, რომლის ვადების, პირობებისა და შინაარსის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვერბგვერდზე http://mes.gov.ge/content.php?id=6347&lang=geo  
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად ისე, ჯგუფური სახით. წარმატებული მოსწავლეები /გუნდები მიიღებენ წამახალისებელ ჯილდოებს.

Friday, April 22, 2016

სასწავლო პროექტი-საქართველოს ნაკრძალები

პროექტის სახელწოდება - საქართველოს ნაკრძალები

პროექტის მთავარი იდეა ( თემა) - საქართველოში ბუნებრივი ტერიტორიების დაცვის ისტორიის შესწავლა

პროექტის აქტუალობა -საქართველოს ნაკრძალების გასაცნობად მნიშვნელოვანი იქნება მათი  შექმნის საჭიროების შესწავლა იმ მიზნით, რომ იშვიათი მცენარეები,ცხოველები, ბუნების ძეგლები თუ კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ.

პროექტის მიზნები :
  • მოსწავლეებმა შეძლონ მარტივი ისტორიული კვლევა;
  • შეიძინონ ცოდნა თავისი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნების შესახებ;
  • დაახასიათონ საქართველოს მხარეები ბუნებრივი რესურსების მიხედვით;
  • იმსჯელონ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მრავალმხრივ გამოყენებაზე და მათ მნიშვნელობაზე.

მონაწილეთა ასაკი - 10-11 წელი

ვადები / ხანგრძლივობა- /- ორი კვირა

მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას /- კედლის გაზეთები, სტენდები, ფოტოგამოფენა, სასწავლო ექსკურსიის მასალების გამოფენა,სხვადასხვა ტიპის პრეზენტაციების მოწყობა საქართველოს ნაკრძალების დაარსების, საჭიროების, მდებარეობის,ფლორის, ფაუნის, ბუნებრივი რესურსების შესახებ.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები - თაბახის ფურცლები, ვატმანი,საქართველოს რუკა,ფერადი ფანქრები,მარკერები,ქსოვილი სტენდისათვის,ფოტოაპარატი,პროექტორი,კომპიუტერული პროგრამა word, power point, წიგნაკი ჩანაწერებისათვის, სატრანსპორტო საშუალება, ადამიანური რესურსი (მძღოლი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი,ისტ-ის მასწავლებელი ).

პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები)
-მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად და ირჩევენ ლიდერს;
-.თავიანთი სურვილით ირჩევენ დაცულ ტერიტორიებს კუთხეების მიხედვით (გარდა საგურამოს ნაკრძალისა );
-ყოველი ჯგუფის თითოეული წევრი მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე იღებს რომელიმე კონკრეტულ დავალებას შესასრულებლად:
-პრეზენტაცია ნაკრძალების დანიშნულების შესახებ;
-ნაკრძალის შექმნის მოკლე ისტორია;
-ნაკრძალის ადგილმდებარეობის,მოსაზღვრე კუთხეების და არქიტექტურული ძეგლების შესახებ;
- მოკლე ისტორიული ექსკურსი სლაიდ-შოუს გამოყენებით;
- ნაკრძალის ფლორა (გავრცელებული და იშვიათი სახეობები );
- ნაკრძალის ფაუნა ( გავრცელებული და იშვიათი სახეობები );
- კედლის გაზეთი;
- სტენდი;
- პროექტზე მუშაობის პერიოდში მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტოების გამოფენა;
- ვიდეორგოლის მომზადება, რომელიც ასახავს მოსწავლეთა ვიზიტს ივ.ჯავახიშვილის სახ.უნივერსიტეტის ზოოლოგიურ მუზეუმში, სადაც დაათვალიერებენ იშვიათი სახეობის ფიტულებს.
- ყველა ჯგუფი ერთად ეწვევა თბილისთან ახლოს მდებარე დაცულ ტერიტორიას - საგურამოს ნაკრძალს.ჩაინიშნავენ საინტერესო ინფორმაციებს,რომელსაც გაუზიარებენ ერთმანეთს და გადაიღებენ ექსკურსიის ამსახველ ლამაზ ფოტოებს,რომელსაც დაბრუნების შემდეგ თავიანთი ნამუშევრების გვერდით გამოფენენ.
- სამუშაოს დასრულების დასკვნით ეტაპზე მოეწყობა კონკურსი ჯგუფებს შორის ყველაზე საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად, რაც გამოვლინდება პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი - მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს საგნებში:
-ბუნებისმეტყველებაში, გაეცნობიან რა ნაკრძალებში გავრცელებულ ბალახოვან თუ მერქნიან მცენარეებს,დენდროფლორას,ძუძუმწოვართა და ჩლიქოსანთა სახეობებს,სხვადასხვა სახეობის ქვეწარმავლებს,მათ სასიცოცხლო გარემოს.
- ისტ-ში,მოიძიებენ რა ინტერნეტში მასალებს, მოძიებული მასალის დამუშავებით,პრეზენტაციის მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით.

პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი) - ქეთევან ახობაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა - qetinoaxobadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი - www.qetevanaxobadze25.blogspot.com

Wednesday, April 20, 2016

ჩემი პირველი ჩანაწერი



იმედია ჩემი ბლოგი იქნება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი !