Friday, June 3, 2016

5-ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნესტან კუბლაშვილმა განახორციელა საკმაოდ საინტერესო პროექტი-"პატარა ჭკუისკოლოფები" - ხელნაკეთი წიგნი.
  მოცემული წიგნი მოიცავს მიმდინარე სასწავლო წელს მე-5 კლასში შესწავლილი  ტექსტების უმეტესობას, რომლებიც პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა გადააკეთეს,გააგრძელეს,პროზაული ტექსტები გალექსეს ან იმავე პერსონაჟთა გამოყენებით შექმნეს ახალი ზღაპრები, იგავები, პატარა მოთხრობები,დაწერეს საინფორმაციო წერილები, დაურთეს სახალისო და შემეცნებითი სავარგიშოები, შექმნეს ილუსტრაციები.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მეტი მოტივაცია წიგნთან დასაახლოებლად.
ვფიქრობ, შედეგიც კარგი იქნება - მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან საპროგრამო მასალას, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი და წერის უნარ-ჩვევები.

2-დ კლასში (პედაგოგი ნანა კახაძე) 30 მაისი- 3 ივნისი მიმდინარეობდა გრძელვადიანი პროექტი " რა, სად, როდის?", რომელიც დაიწყო შარშან და გაგრძელდა წელსაც.
ბავშვებმა წაიკითხეს უამრავი საბავშვო ისტორიული წიგნები.
კლასი იყო დაყოფილი ხუთ  ჯგუფად.თითოეულ ჯგუფში იყო ოთხი მოსწავლე და ჰყავდა კაპიტანი. მოსწავლეები შესანიშნავად პასუხობდნენ წიგნებიდან დასმულ შეკითხვებს და ბლიც-კითხვებს.
საინტერესო შეჯიბრების შემდეგ გაიმარჯვა ანა ტყებუჩავას გუნდმა, რომელსაც გასულ წელს გამარჯვებულმა გუნდის კაპიტანმა გადასცა თასი, ხოლო ყველა ჯგუფს გადაეცა სიგელები პროექტში მონაწილეობისათვის.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს თავის აღსაზრდელებს!