Friday, June 3, 2016

5-ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნესტან კუბლაშვილმა განახორციელა საკმაოდ საინტერესო პროექტი-"პატარა ჭკუისკოლოფები" - ხელნაკეთი წიგნი.
  მოცემული წიგნი მოიცავს მიმდინარე სასწავლო წელს მე-5 კლასში შესწავლილი  ტექსტების უმეტესობას, რომლებიც პროექტში მონაწილე მოსწავლეებმა გადააკეთეს,გააგრძელეს,პროზაული ტექსტები გალექსეს ან იმავე პერსონაჟთა გამოყენებით შექმნეს ახალი ზღაპრები, იგავები, პატარა მოთხრობები,დაწერეს საინფორმაციო წერილები, დაურთეს სახალისო და შემეცნებითი სავარგიშოები, შექმნეს ილუსტრაციები.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება და მეტი მოტივაცია წიგნთან დასაახლოებლად.
ვფიქრობ, შედეგიც კარგი იქნება - მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან საპროგრამო მასალას, განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი და წერის უნარ-ჩვევები.

2-დ კლასში (პედაგოგი ნანა კახაძე) 30 მაისი- 3 ივნისი მიმდინარეობდა გრძელვადიანი პროექტი " რა, სად, როდის?", რომელიც დაიწყო შარშან და გაგრძელდა წელსაც.
ბავშვებმა წაიკითხეს უამრავი საბავშვო ისტორიული წიგნები.
კლასი იყო დაყოფილი ხუთ  ჯგუფად.თითოეულ ჯგუფში იყო ოთხი მოსწავლე და ჰყავდა კაპიტანი. მოსწავლეები შესანიშნავად პასუხობდნენ წიგნებიდან დასმულ შეკითხვებს და ბლიც-კითხვებს.
საინტერესო შეჯიბრების შემდეგ გაიმარჯვა ანა ტყებუჩავას გუნდმა, რომელსაც გასულ წელს გამარჯვებულმა გუნდის კაპიტანმა გადასცა თასი, ხოლო ყველა ჯგუფს გადაეცა სიგელები პროექტში მონაწილეობისათვის.
სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს თავის აღსაზრდელებს!

Sunday, May 29, 2016

25 მაისს 4-ა კლასის მასწავლებელმა ქ-ნმა ნათელა ლობჟანიძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი ქართულ ენაში. გაკვეთილი იყო ძალიან ლამაზი და საინტერესო.მოსწავლეებმა იმუშავეს უცხო ტექსტის გაგება-გააზრებაზე, გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი, განიმტკიცეს ვიზუალური სქემების გამოყენების უნარ-ჩვევა.
24 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნესტან კუბლაშვილმა მიგვიწვია კონფერენციაზე, რომელიც მოამზადეს 11-ა კლასის მოსწავლეებმა.საკონფერენციო თემა იყო "ევროპული  ღირებულებები ქართულ ლიტერატურაში".
თემის მიზანი იყო ქართულ ლიტერატურაში ასახული ევროპული ღირებულებების შესახებ ცოდნის შეძენა,გაანალიზება და გამოვლენა. აგრეთვე, ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის, ფაქტის აღქმისა და გაცნობიერების უნარის განვითარებით, მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება.
მოსწავლეებმა კარგად  გაართვეს თავი დავალებას, პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო. კონფერენციის დასასრულს ნაჩვენები იყო ნაწყვეტები ძველი ქართული კინოფილმებიდან.

Thursday, May 26, 2016

ჩვენი სკოლის მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარის აღნიშვნა 25 მაისს გადაწყვიტეს,გამოსაშვები გამოცდების დამთავრების შემდეგ.
იყო ბევრი სითბო, სიყვარული,ლამაზი ლექსები, ყვავილები,ცრემლიც და სიხარულიც!
წარმატებებს და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს!

Thursday, May 19, 2016

1-ბ კლასმა (პედ. ნათია ლილუაშვილი) საინტერესო ღონისძიება შემოგვთავაზა მშობლების ჩართულობით. კლასმა ძალიან ლამაზად წარმოადგინა წლის მანძილზე ნასწავლი მასალა.
ხვალ კი პატარები ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრებიან.